სიახლები

30-11-2023 კვლევა გრძელდება

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ "მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" გრანტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი პროექტის ამოცანების შესრულებას. მოსწავლეთა კიდევ ერთი ჯგუფი სტუმრობა აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიას. მათ კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ამოცანის კიდევ ერთი ნაწილი შეასრულეს. ასევე დეტალურად გაეცნენ აკვარიუმის მოდელს, რომელიც უნდა აეწყოს სკოლაში წყალმცენარეების გამრავლებისა და მათზე დაკვირვებისთვის. მოსწავლეები: მარიამ ლოლაშვილი, ანა ფირანიშვილი, ბაგრატ დავითაშვილი, ნიკოლოზ ინაძე, ლუკა იახტნიშვილი, საბა მაჭავარიანი.

ნანახია 151-ჯერ